მემორანდუმი მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის

26 ოქტომბერი 2018

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს  სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის  მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ხელი შეუწყონ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას, კანონის უზენაესობის და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას.

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება:

> სოციალურ-საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების განხორციელება.

> კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძებების მოწყობა, როგორც საეკლესიო სამართალთან, ასევე იურისპრუდენციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

>შეხვედრების ორგანიზება  ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების გაცნობის მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი